France Football-მა „ოქროს ბურთის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონია ჩაატარა. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო დიალოგი შედგა.
ჰოლანდიელს კრიშტიანუ რონალდუზე ჰკითხეს, როგორც კონკურენტზე, კითხვა-პასუხი ასეთი იყო:
- დაჯილდოებას პორტუგალიელი არ დაესწრება და ერთი კონკურენტით ნაკლები გეყოლებათ...
- დიახ, მაგრამ ნამდვილად კონკურენტი იყო?
შეგახსენებთ, „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მოიგო, ვან დეიკი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო რონალდუ მესამე ადგილს დაჯერდა.