საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ხოსე პერალესი დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.
ესპანელმა მეკარემ მეორე წრეში „დინამოს“ ღირსება 9-ჯერ დაიცვა და მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, ხოლო ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონი 2016 წლის შემდეგ პირველად გახდა, ისტორიაში კი მეჩვიდმეტედ.