მილანის „ინტერმა“ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს.
Opta-ს ინფორმაციით, „ნერაძურიმ“ ბოლო 88 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა ჩემპიონატის სტარტზე ჩატარებულ 14 მატჩიდან 12-ში გამარჯვების მოპოვება.
„ინტერს“ 14 ტურის შემდეგ 12 მოგებით, 1 ფრით, 1 წაგებითა და 37 ქულით პირველი პოზიცია უკავია. უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ კი ერთი ქულით უსწრებს.