ფეხბურთი

14:50 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის კალენდარი

ორიოდ დღის წინ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები თუ ერთა ლიგის D დივიზიონში გაიმარჯვებს, ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდება ან F ჯგუფში. ამ უკანასკნელში ერთადერთ შემთხვევაში: თუ A დივიზიონიდან ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთი გავა.

მიუხედავად იმისა, რომ 24 მონაწილიდან ჯერ მხოლოდ ოცის ვინაობაა ცნობილი და ოთხი გუნდი უცნობია, უკვე მზადაა ფინალური ეტაპის კალენდარი, რომელიც შემდეგნაირია:

A ჯგუფი

12 ივნისი, 23:00 საათი: თურქეთი - იტალია (რომი)

13 ივნისი, 17:00 საათი: უელსი - შვეიცარია (ბაქო)

17 ივნისი, 20:00 საათი: თურქეთი - უელსი (ბაქო)

17 ივნისი, 23:00 საათი: იტალია - შვეიცარია (რომი)

21 ივნისი, 20:00 საათი: შვეიცარია - თურქეთი (ბაქო)

21 ივნისი, 20:00 საათი: იტალია - უელსი (რომი)

B ჯგუფი

13 ივნისი, 20:00 საათი: დანია - ფინეთი (კოპენჰაგენი)

13 ივნისი, 23:00 საათი: ბელგია - რუსეთი (სანქტ-პეტერბურგი)

17 ივნისი, 17:00 საათი: ფინეთი - რუსეთი (სანქტ-პეტერბურგი)

18 ივნისი, 20:00 საათი: დანია - ბელგია (კოპენჰაგენი)

22 ივნისი, 23:00 საათი: რუსეთი - დანია (კოპენჰაგენი)

22 ივნისი, 23:00 საათი: ფინეთი - ბელგია (სანქტ-პეტერბურგი)

C ჯგუფი

14 ივნისი, 20:00 საათი: ავსტრია - ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული ან რუმინეთი A დივიზიონიდან (ბუქარესტი)

14 ივნისი, 23:00 საათი: ჰოლანდია - უკრაინა (ამსტერდამი)

18 ივნისი, 17:00 საათი: უკრაინა - ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული ან რუმინეთი A დივიზიონიდან (ბუქარესტი)

18 ივნისი, 23:00 საათი: ჰოლანდია - ავსტრია (ამსტერდამი)

22 ივნისი, 20:00 საათი: ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული ან რუმინეთი A დივიზიონიდან - ჰოლანდია (ამსტერდამი)

22 ივნისი, 20:00 საათი: უკრაინა - ავსტრია (ბუქარესტი)

D ჯგუფი

14 ივნისი, 17:00 საათი: ინგლისი - ხორვატია (ლონდონი)

15 ივნისი, 17:00 საათი: ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული - ჩეხეთი (გლაზგო)

19 ივნისი, 20:00 საათი: ხორვატია - ჩეხეთი (გლაზგო)

19 ივნისი, 23:00 საათი: ინგლისი - ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული (ლონდონი)

23 ივნისი, 23:00 საათი: ხორვატია - ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული (გლაზგო)

23 ივნისი, 23:00 საათი: ჩეხეთი - ინგლისი (ლონდონი)

E ჯგუფი

15 ივნისი, 20:00 საათი: პოლონეთი - ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული (დუბლინი)

15 ივნისი, 23:00 საათი: ესპანეთი - შვედეთი (ბილბაო)

19 ივნისი, 17:00 საათი: შვედეთი - ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული (დუბლინი)

20 ივნისი, 23:00 საათი: ესპანეთი - პოლონეთი (ბილბაო)

24 ივნისი, 20:00 საათი: ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული - ესპანეთი (ბილბაო)

24 ივნისი, 20:00 საათი: შვედეთი - პოლონეთი (დუბლინი)

F ჯგუფი

16 ივნისი, 20:00 საათი: ერთა ლიგის A ან D დივიზიონის გამარჯვებული - პორტუგალია (ბუდაპეშტი)

16 ივნისი, 23:00 საათი: საფრანგეთი - გერმანია (მიუნხენი)

20 ივნისი, 17:00 საათი: ერთა ლიგის A ან D დივიზიონის გამარჯვებული - საფრანგეთი (ბუდაპეშტი)

20 ივნისი, 20:00 საათი: პორტუგალია - გერმანია (მიუნხენი)

24 ივნისი, 23:00 საათი: პორტუგალია - საფრანგეთი (ბუდაპეშტი)

24 ივნისი, 23:00 საათი: გერმანია - ერთა ლიგის A ან D დივიზიონის გამარჯვებული (მიუნხენი)

შენიშვნა: F ჯგუფში ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ A დივიზიონს რუმინეთი მოიგებს. უნგრეთის, ისლანდიის ან ბულგარეთის გამარჯვების შემთხვევაში, F ჯგუფში A დივიზიონის, ხოლო C ჯგუფში D დივიზიონის გამარჯვებული მოხვდება. რუმინეთის შესაძლო გამარჯვება იმიტომ ცვლის ყველაფერს, რომ C ჯგუფის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი ბუქარესტია.

პლეი-ოფების ჩატარების თარიღები:

1/8 ფინალი (27-30 ივნისი)

1/4 ფინალი (3-4 ივლისი)

1/2 ფინალი (7-8 ივლისი, ლონდონი)

ფინალი (12 ივლისი, ლონდონი)

გეტყვით იმასაც, რომ ჯგუფიდან პლეი-ოფში 16 ნაკრები გააგრძელებს ასპარეზობას. შესაბამისად, თითოეული ქვეჯგუფიდან პირველ-ორი ადგილი მერვედფინალის საგზურის ტოლფასია და ამასთან, ექვსივე ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც პლეი-ოფში ითამაშებს. ასე, რომ ევრო 2020 ჯგუფური ეტაპით მხოლოდ ბოლოადგილოსნებისთვის და ორი უარესი მესამეადგილოსნისთვის დასრულდება.

და ბოლოს, ერთა ლიგის პლეი-ოფების ყველა მონაწილეს შეგახსენებთ (26-31 მარტი):

A დივიზიონი - ისლანდია, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი

B დივიზიონი - ბოსნია, ჩრდ. ირლანდია, სლოვაკეთი, ირლანდია

C დივიზიონი - შოტლანდია, ისრაელი, ნორვეგია, სერბეთი

D დივიზიონი - საქართველო, ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი

თეგებიევრო 2020
0.122813