ჯანო ანანიძემ თანაგუნდელთან იჩხუბა. ინციდენტი სანქტ-პეტერბურგში, „ზენიტთან“ მატჩში მოხდა. ჯანო მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის მიწურულს მოედნის ცენტრში ლორენსო მელგარეხოსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა. იყო ფიზიკური შეხებაც.
უცნობია რამ გამოიწვია კონფლიქტი და მატჩის შემდეგ კომენტარი „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ გააკეთა:
„თამაშის დროს ეს მომენტი არ მინახავს. გადავხედავ რა მოხდა და ამის საფუძველზე მივიღებთ ზომებს“, - აღნიშნა გერმანელმა.
უშუალოდ მატჩი „ზენიტმა“ მინიმალურად, 1:0 მოიგო. ანანიძეს კი მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.