დუდა სანაძის ოლივეირენშემ სამდღიანი პერიოდის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის ორ ლიდერთან ითამაშა და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნოემბრის მიწურულს პორტუსთან 71:81 წააგო, დღეს კი, ლისაბონში სპორტინგს დაუპირისპირდა, პირველ მეოთხედში 9:27 განადგურდა და საბოლოო წარმატების შანსი არ ჰქონია – 70:94.
სანაძემ მოედანზე 29:17 წუთი გაატარა და 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ოლივეირენშეს ათ ტურში 7 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში სწორედ ხსენებულ პორტუს და სპორტინგს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი, 8 დეკემბერს, შინ ილიაბუმთან ჩაატარებს.
GBF.Ge