ქართველი ლეგიონერები

15:02 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩიქოვანი: მეხუთე მოგება 5 გოლით (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანი გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო რუმინეთის ჩემპიონატში. კოსტანცამ 25-20 დაამარცხა ბაკეუ, ხოლო ქართველი უკანახაზელი 12 მატჩში გატანილი 51 გოლით კლუბში საუკეთესოა.

ბაკეუ- კონსტანცა. ჩიქოვანის გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/800764653695772

შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო - სატურირო ცხრილის ბოლოში იყო და EHF თასსაც გამოეთიშა, მაგრამ ბოლო 5 მატჩი ზედიზედ მოიგო და უკვე მეხუთე ადგილამდე ავიდა.

ბაკეუსთან მატჩამდე იყო „ქართული დერბი“ სადაც კონსტანცამ შოთა თევზაძის კლუბი, რეშიცა დაამარცხა 26-18, შემდეგ კი სტუმრად მოუგო ბაკეუს - ჩიქოვანმა რეშიცასთან ორჯერ გამოიჩინა თავი, ბაკეუსთან კი 5 გოლი გაიტანა.

საშობაო არდადაგებამდე და სანაკრებო პაუზამდე კლუბს კიდევ 3 მატჩი აქვს: ჩემპიონატში 5 დეკემბერს მასპინძლობს სტიაუას, ხოლო 12 დეკემბერს - ბაია მარეს, ხოლო 8 დეკემბერს რუმინეთის თასის მერვედფინალში ეთამაშება ფეგერაშს. ორი თამაში დარჩა შოთა თევზაძის რეშიცას, რომელიც ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა: კელერაშისთან და ბუზაუსთან.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1.დინამო ბუკურეშტი 30 ქულა (11 თამაშიდან), 2. პოტაისა ტურდა 25 (11), 3. ბაია მარე 25 (12), 4. სტიაუა 22 (12), 5. კონსტანცა 22 (12), 6. ფოჩანი 19 (12), 7. CSM ბუკურეშტი 17 (11), 8. ტიმიშოარა 17 (12) -- 9. კელერაში 16 (12), 10. ბაკეუ 16 (11), 11. ვასლუი 15 (12), 12. ფეგერაში 10 (12), 13. ბუზაუ 4 (12), 14. რეშიცა 4 (12) (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის პლეიოფში)

0.120803