ფეხბურთი

15:40 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ფავორიტის სტატუსი უნდა დავამტკიცოთ"

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინის ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინალურ სტადიაზე სუსტი გუნდი არ არსებობს და "სკუადრა აძურამ" ფავორიტის სტატუსი უნდა დაადასტუროს.

იტალია A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, უელსი და შვეიცარია იქნებიან. "სკუადრა აძურა" სამივე შეხვედრას რომში ჩაატარებს.

"ჩვენ მცირე უპირატესობა გვექნება - ესაა სახლში თამაში. შესაძლოა ვიღაცებმა ფავორიტად შეგვრაცხონ, თუმცა ეს სტატუსი უნდა დავამტკიცოთ. უელსს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათი მოთამაშეები პრემიერლიგაში ასპარეზობენ და რთული იქნებამათი დამარცხება. ასევე, მოხარული ვიქნები თუ მოწინააღმდეგეებს ჩვენი შეეშინდებათ, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად ვითამაშეთ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ." - განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს მანჩინიმ.

0.127761