ირანის ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი გველესიანის „სეპაჰანმა“ „ესტეგლალს“ უმასპინძლა და გუნდებმა დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაინაწილეს - 2:2. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვეს და ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გადაარჩინეს.
ქართველმა მცველმა კი, გოლის გატანა მოახერხა. მე-14 წუთზე გიორგი შეტევაში ჩაერთო და ფლანგური გადაცემის შემდეგ ვარდნაში მოახერხა ზუსტად დარტყმა, ანგარიში გახსნა.
28 წლის გველესიანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ირანში 2017 წლიდან თამაშობს, ჯერ „ზობ აჰანში“ იყო, მერე „ნასაჯიში“, „სეპაჰანს“ კი მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა.
გველესიანის გუნდი წარმატებულ სეზონს ატარებს და 11 ტურის თავზე 23 ქულით გათამაშების ლიდერია.