უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი შეასრულა. ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ „პუშკაშ-აკადემიას“ ესტუმრა და88-ე წუთამდე მარცხდებოდა, მაგრამ ალექსანდრ კარნიცკის გოლით ქულა მოიპოვა.
ბელარუსი ფეხბურთელი ნამდვილად ვერ გაიტანდა, რომ არა ზივზივაძე, რომელმაც თავით შესანიშნავი პასი გაუკეთა და თანაგუნდელს გაატანინა.
25 წლის ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ბუდუ ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიციაზეა, მაგრამ ლიდერს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება.
„მეზოკოვესდს“ 14 ტურის თავზე 28 ქულა აქვს და ლიდერთა დუეტს, „ფეჰერვარსა“ და „ფერენცვაროშს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.