ფეხბურთი

21:56 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: ჯგუფები დაკომპლექტებულია

ახლახან, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ფინალური ეტაპის მონაწილე ოცივე ნაკრები უკვე განაწილდა ჯგუფებში, ხოლო დანარჩენი ოთხი გუნდის ვინაობა მარტში გაირკვევა.

თუმცა, უკვე ცნობილია თუ რომელ ჯგუფებში ითამაშებენ ამა თუ იმ დივიზიონის ჩემპიონები. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების პოტენციური ჯგუფიც გარკვეულია. თუ "ჯვაროსნების" ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფში გამარჯვებას მოახერხებენ, C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მეტოქეობას ჰოლანდიას, უკრაინას და ავსტრიას გაუწევენ, ხოლო სადებიუტი მატჩს ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებენ. აქვე ვთქვათ, რომ ამავე ჯგუფის მატჩებს ამსტერდამი და ბუქარესტი უმასპინძლებენ.

სხვა მხრივ, გამოსარჩევია F ჯგუფი, რომელიც ნამდვილად არის ე.წ სიკვდილის ჯგუფი, რადგან გერმანია, საფრანგეთი და პორტუგალია ერთად მოხვდნენ. მათთან ერთად იქნება ერთა ლიგის A დივიზიონის გამარჯვებულიც.

მთლიანობაში წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: რომი, ბაქო)

თურქეთი

იტალია

უელსი

შვეიცარია

B ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: სანქტ-პეტერბურგი, კოპენჰაგენი)

დანია

ფინეთი

ბელგია

რუსეთი

C ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: ამსტერდამი, ბუქარესტი)

ჰოლანდია

უკრაინა

ავსტრია

D დივიზიონის გამარჯვებული

D ჯგუფი (ლონდონი, გლაზგო)

ინგლისი

ხორვატია

ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული

ჩეხეთი

E ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: ბილბაო, დუბლინი)

ესპანეთი

შვედეთი

პოლონეთი

ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული

F ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: მიუნხენი, ბუდაპეშტი)

ერთა ლიგის A დივიზიონის გამარჯვებული

პორტუგალია

საფრანგეთი

გერმანია

შეგახსენებთ, ევრო 2020 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება. გახსნის მატჩი იტალიის დედაქალაქ რომში ("სტადიო ოლიმპიკოზე") ჩატარდება, ხოლო ფინალური თამაში მასპინძელი ლონდონი ("უემბლი") იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 26-31 მარტს ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონში პლეი-ოფები შედგება. საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალში 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გავა, სადაც ასევე თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

P.S თუ ერთა ლიგის A დივიზიონში რუმინეთის ნაკრები გაიმარჯვებს, ადგილს C ჯგუფში დაიკავებს (რადგან ჯგუფს ბუქარესტი მასპინძლობს) და D დივიზიონის გამარჯვებული F ჯგუფში აღმოჩნდება.

0.119609