ფეხბურთი

20:48 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ "არსენალს" უარი შეუთვალა

ლონდონის „არსენალმა“ დღეს უნაი ემერი დაითხოვა და მისი შემცვლელის ძიებაშია. ინგლისურ გუნდს მასიმილიანო ალეგრის მიწვევა ჰქონდა განზრახული, მაგრამ იტალიელმა უარი განაცხადა.

Sky Sports-ის ინფორმაციით. ლონდონელები ალეგრის დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების დაწყება სცადეს, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღეს. ალეგრი სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას ზაფხულამდე არ აპირებს, რადგან კარიერაში ერთწლიანი პაუზა აქვს აღებული.

მოგეხსენებათ, ალეგრი ბოლოს ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა (2014-2019), მაგრამ გასული სეზონის ბოლოდან მოყოლებული უმუშევარია.

რაც შეეხება „არსენალს“, ემერის დროებით ყოფილი ფეხბურთელი ფრედერიკ ლიუნგბერგი შეცვლის.

0.113784