ფეხბურთი

15:55 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ემერი დაითხოვა. დროებით გუნდს იუნბერგი გაწვრთნის

ფრედერიკ იუნბერგი, რომელიც კლუბში მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის თანაშემწედ მუშაობდა, კლუბის დროებითი დამრიგებელი იქნება - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

შვედი სპეციალისტი, რომელიც ფეხბურთელობისას „მეთოფეთა“ ღირსებას 1998-2007 წლებში იცავდა, გუნდს მანამ უხელმძღვანელებს, სანამ დირექტორატი ახალ სპეციალისტს არ იპოვნის.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერის თავკაცობით ბოლო მატჩი „არსენალმა“ გუშინ, 28 ნოემბერს ჩაატარა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატში შინ „აინტრახტთან“ 1:2 დამარცხდა.

ემერიმ „არსენალი“ 2018-19 სეზონის წინ ჩაიბარა. ამ პოსტზე მან არსენ ვენგერი შეცვალა.

0.104709