ინგლისელი მეკარე ლი გრანტი 36 წლის და 305 დღის ასაკში ევროტურნირებზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ხანდაზმული დებიუტანტი გახდა. გრანტმა "ასტანას" წინააღმდეგ წაგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.
ლი გრანტი "წითელმა ეშმაკებმა" 2018 წელს "სტოკიდან" დაიმატეს და პირველ გუნდში მესამე მეკარეა და პირველ გუნდში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული.