უეფას ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის ქულების მიხედვით შეადგინა. 11 ფეხბურთელიდან ორი წარმომადგენელი მიუნხენის „ბაიერნის“ ჰყავს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა გუნდებიდან არიან წარმოდგენილნი.
მეკარე: მიხაილ კერჟაკოვი („ზენიტი“)
მცველები: სერჟ ორიე („ტოტენჰემი“), დეიან ლოვრენი („ლივერპული“), სვენ ბენდერი („ლევერკუზენი“)
ნახევარმცველები: ჰაკიმ ზიეჩი („აიაქსი“), კორენტინ ტოლისო („ბაიერნი“), ემილ ფორსბერგი („ლაიფციგი“), ენოკ მვეპუ („ზალცბურგი“)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი („ბარსელონა“), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი“), რომელუ ლუკაკუ („ინტერი“)