ფეხბურთი

14:18 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: „მოურინიუსთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს“

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ჟურნალისტებს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობის შესახებ უამბო.

„ახლა მოურინიუსთან კარგ დამოკიდებულებაში ვართ. ვსაუბრობთ, ვცდილობთ გუნდს წინსვლაში დავეხმაროთ. როგორც ერთ-ერთ ლიდერს, ის პერიოდულად რჩევებს მეკითხება ხოლმე. გვინდა დიდ ტურნირებში გავიმარჯვოთ. ეს კლუბისა და მწვრთნელის მიზანია. ვიმედოვნებ, დავეხმარები ჟოზეს წლეულს რაიმეს მოგებაში.

მოურინიუ მხოლოდ ერთი კვირაა გუნდში. ამიტომ მხარში უნდა დავუდგეთ. და ვარჯიშებისასაც თანმიმდევრულნი ვიყოთ.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს Goal.

0.117961