შვედური „მალმეს“ გულშემატკივრები დაახლოებით ერთი თვის წინ დადგმული ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკების აღებას ითხოვენ.
საქმე ისაა, რომ შვედმა ფეხბურთელმა დღეს საფეხბურთო კლუბ „ჰამარბის“ წილის 50% შეიძინა და გუნდის ერთ-ერთი მფლობელი გახდა. ვინაიდან, ეს კლუბი „მალმეს“ კონკურენტია, ქომაგებმა ფაქტი კარგად არ მიიღეს.
მათ დაიწყეს ხელმოწერების შედგენა, რომ იბრას ქანდაკება ქალაქიდან აიღონ და მცირე დროში 1 300 ხელმოწერა უკვე შეგროვდა.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩის საფეხბურთო კარიერა „მალმეში“ დაიწყო და მისი ქანდაკება ქალაქში მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დადგეს.