ფეხბურთი

21:25 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეზეკიელ ლავეციმ კარიერა დაასრულა

ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ჰებეის“ 34 წლის შემტევმა ამის შესახებ დღეს, „გუანჯოუ ევერგრანდთან“ (1:3) მატჩის შემდეგ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ „ჰებეის“ მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ სამხრეთ ამერიკელმა გაიტანა.

„მე ყოველთვის მემახსოვრება ეს მატჩი, რადგან ჩემს კარიერაში ბოლო იყო. მინდა დრო ჩემს შვილებს, ოჯახს დავუთმო და მათთან ერთად ვისიამოვნო. სწორი მომენტია ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ამ სიტყვებში 100%-ით დარწმუნებული ვარ“, - თქვა ლავეციმ.

ლავეციმ კარიერა „ესტუდიანტესში“ დაიწყო, მაგრამ სახელი სამშობლოში, „სან ლორენსოს“ რიგებში გათქვა, საიდანაც 2007 წელს „ნაპოლიში“ გადავიდა. იტალიურ გუნდში 2012 წლამდე ითამაშა, 188 თამაშში 48 გოლი გაიტანა და შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური მოირგო, სადაც 2016 წლამდე გაისარჯა, ხოლო მისი ბოლო გუნდი „ჰებეი“ გამოდგა, რომლის რიგებშიც 34 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა.

არგენტინის ნაკრებში 34 წლის ფეხბურთელმა 51-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 9 გოლიც გაიტანა (2007-2016).

0.120379