ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ჰამარბის“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.
იბრაჰიმოვიჩი „ჰამარბის“ წილის დაახლოებით 50%-ის მესაკუთრე გახდა და ამიერიდან, გუნდის ერთ-ერთი მეწილე იქნება.
„ჰამარბი“ ფანტასტიკური კლუბია, რომელსაც ერთგული გულშემატკივრები ჰყავს, პატივს სცემენ, როგორც სტოქჰოლმში, ისე შვედეთში. ყოველთვის მომწონდა ეს გუნდი და მისი ქომაგები. აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც კლუბმა ბოლო პერიოდში, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა მიაღწია“, - თქვა ზლატანმა.
აქვე გეტყვით, რომ იბრას ჯერ საფეხბურთო კარიერა არ დაუსრუბელია, თუმცა ამ მომენტისთვის უგუნდოდ იმყოფება და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.