ფეხბურთი

5:32 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "რონალდუმ სისწრაფე დაკარგა"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ სისწრაფე და სპრინტი დაკარგა. „ატლეტიკოსთან“ მატჩის მეორე ტაიმში იყო მომენტი, როდესაც კრიშტიანუს მეკარესთან პირისპირ გასვლა შეეძლო. კართან ყველაზე ახლოს იყო მოედნის ცენტრში, თუმცა გზად ორი მცველი წამოეწია და პორტუგალიელმა მომენტი გაანიავა.

კაპელომ მაგალითად სწორედ ეს ეპიზოდი მოიშველია და თქვა, რომ კრიშტიანუმ სისწრაფე დაკარგა.

„რონალდუმ სისწრაფე და სპრინტი დაკარგა. ასეთ ეპიზოდში მინიმუმ კარში დაარტყამდა, მაგრამ ახლა ორი მცველი დაეწია. საჯარიმოში ისევ რჩება ნომერ პირველ ფეხბურთელად, მაგრამ მცველებთან პრობლემებს განიცდის. პოზიცია? მეც იმავე პოზიციაზე ვათამაშებდი, სადაც ახლა თამაშობს“, - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „ატლეტიკო“ პაულო დიბალას გოლით დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

0.115287