"ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში გახდა მეხუთე კალათბურთელი, რომელსაც თამაშიდან 12 000 ჩაგდებული ბურთი დაუგროვდა, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ლებრონმა ამ ისტორიულ შედეგს "სან ანტონიოსთან" (114:104) მოგებულ შეხვედრის პირველ ტაიმში მოახერხა.
12 000 ზუსტ სროლაზე მეტი ოთხ კალათბურთელს აქვს განხორციელებული. მაიკლ ჯორდანი (12 192), უილტ ჩემბერლენი (12 681), კარლ მელოუნი (13 528), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (15 837).