ფეხბურთი

16:25 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ოქროს ბურთი" და პოლემიკა

გუშინ France Football-მა 2019 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს წარმატების შესახებ ამცნო. თუმცა, ინფორმაცია მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია და საზოგადოებას მის ვინაობას მხოლოდ 2 დეკემბერს შეიტყობს.

ესპანური მედიის ინფორმაციით კი, გამარჯვებული ლიონელ მესია და არგენტინელი მეექვსე „ოქროს ბურთს“ მოიგებს. წლევანდელი დაჯილდოება პოლემიკის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის, რადგან ცალსახად გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. მესი, ვირჯილ ვან დეიკი და კრიშტიანუ რონალდუ ფავორიტებად მიიჩნევიან, ხოლო ალისონი, მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე - არა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულმა დიდი დისკუსია და კითხვის ნიშნები გააჩინა.

1982 წელი

1982 წელს პაოლო როსი გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მთავარი გმირი, არ იყო საუკეთესო ფეხბურთელი. ალბათ დინო ძოფი და ბრუნო კონტი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდნენ, მაგრამ მოიგო იმან, ვინც გოლებს იტანდა.

1986 წელი

1986 წელი ალბათ ყველაზე გასაოცარი შემთხვევა იყო. „ოქროს ბურთისთვის“ ემილიო ბუტრაგენიო და გარი ლინეკერი იბრძოდნენ, მაგრამ კიევის „დინამოს“ თავდამსხმელმა იგორ ბელანოვმა მოიგო, რომელიც გუნდთან ერთად ჩემპიონი და თასების თასის გამარჯვებული გახდა. საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი ამავე წელს არა ბელანოვი, არამედ ზავაროვი გახდა.

1991 წელი

1991 წელს „ოქროს ბურთი“ ფრანგ ჟან-პიერ პაპენს დარჩა, „მარსელის“ თავდამსხმელს. უდავო ღირებულების მოთამაშე, მაგრამ მას განსაკუთრებულ კონკურენციაში მოუწია გამარჯვება ლოთარ მათეუსის, დეიან სავიჩევიჩის ხსენებაც კმარა. მთლიანობაში პაპენის გამარჯვება არ ყოფილა განხილვის გარეშე დარჩენილი.

1996 წელი

1996 წელს „დორტმუნდის“ კაპიტანმა მატიას ზამერმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და წლის ბოლოს „ოქროს ბურთს“ დაეპატრონა. ამან განსაკუთრებით იტალიელთა გულის წუხილი გამოიწვია, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პაოლო მალდინი ან ალესანდრო დელ პიერო ტიტულს უფრო იმსახურებდნენ. დელ პიეროს მართლაც წარმატებული წელი ჰქონდა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მხოლოდ მეოთხე პოზიცია მიაკუთვნეს.

2001 წელი

2001 წელს მაიკლ ოუენის ჯერი დადგა. „ლივერპულმა“ იმ წელს უეფას თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის ასოციაციის თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო და მაიკლი გუნდის ლიდერი იყო. მაგრამ მისი გამარჯვება დისკუსიის წყარო მაინც გახდა, რადგან რაული, ფრანჩესკო ტოტი და ოლივერ კანი ბევრის აზრით, დაიჩაგრნენ.

2006 წელი

2006 წელს „ოქროს ბურთს“ მცველი ფაბიო კანავარო დაეუფლა, მაგრამ დავის საგანი ესეც იყო. ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ეს ჯილდო ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნოდა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ბუფონმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიდან გოლი არ გაუშვა. მიუხედავად ამისა, გამარჯვებული მისი თანაგუნდელი გახდა.

2010 წელი

2010 წელს „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მოიგო, მაგრამ დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. იმ წელს ანდრეს ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და საყოველთაო მოსაზრებით, ესპანელი უფრო იმსახურებდა პრესტიჟულ ჯილდოს. გარდა ამისა, ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი, რომელიც „ინტერის“ ლიდერი იყო მოგებულ ტრიპლეტში და მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალშიც ითამაშა.

2013 წელი

სადაოა კრიშტიანუ რონალდუსთვის მინიჭებული „ოქროს ბურთიც“. 2013 წელს პორტუგალიელმა ლიონელ მესის აჯობა, მაგრამ განსაკუთრებით ფრანკ რიბერის, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ აბსოლუტური გმირი იყო შესრულებულ ტრიპლეტში. მაშინ „ოქროს ბურთის“ გადაცემა ფრანგული გამოცემის გარდა, ფიფასაც ევალებოდა და ალბათ ცოტა სხვა კრიტერიუმები იყო. რიბერის კი, დღემდე ვერ მოუნელებია მაშინდელი წარუმატებლობა.

2018 წელი

2018 წელს პორტუგალიელი და არგენტინელი მშრალზე დარჩნენ და მათი დომინიაციაც შეწყდა. „ოქროს ბურთი“ ლუკა მოდრიჩმა დაისაკუთრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. მაგრამ პოლემიკა მაინც იყო, რადგან ბევრი ფიქრობდა, რომ ლუკაზე მეტად ამ ჯილდოს ფრანგები, ანტუან გრიზმანი დან კილიან მბაპე იმსახურებდნენ, რომლებიც რონალდუსაც ჩამორჩნენ და მესამე-მეოთხე ადგილზე გავიდნენ, ხოლო მესის მეხუთე ადგილი ერგო, რაც ასევე დისკუსიის საგანი გახდა.

0.117276