ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ზამთრის პაუზამდე ერთი ტური დარჩა. მეცხრე ტურში მორიგი მატჩები მოიგეს ლიდერებმა, პარი სენ ჟერმენმა და ბარსელონამ.
9 ტური, მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-9/1813841
ეს ორი გუნდი 16-16 ქულითაა და დარჩენილ 5 ტურში გასარკვევი აქვს, რომელი მათგანი გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და შესაბამისად - პირდაპირ მეთხედფინალში. მე-2-6 ადილების მფლობელები პლეიოფს მერვედფალიდან დაიწყებენ.
B ჯგუფს ასეთი გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავს. აქ სენსაციურ სვლას განაგრძობს პორტუგალიის ჩემპიონი პორტუ, ვინც კილის დამარცხების შემდეგ სტუმრად მონპელიესაც მოუგო - 27-22. პირველ ორ ჯგუფში ამ კვირაში მეათე ტურია, შემდეგ - ორთვიანი პაუზა და ბოლო 4 ტური უკვე 2020 წელს გაიმართება.
C და D ჯგუფებში კი ყველფერი ამ კვირაში დასრულდება და გამოვლინდება 2-2 გამარჯვებული, ვინც შემდეგ მერვედფინალში გასასვლელ პლეიოფს ითამაშებს. ოთხიდან სამი გუნდი ცნობილია: ესპანეთის ბიდასოა ირუნი, რუმინეთის დინამო და პოლონეთის ვისლა. მეოთხე საგზურ ბოლო ტურში პირად მატჩში გაითმაშებენ პორტუგალიის სპორტინგი და შვედეთის სევეჰოფი.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019-20, კაცები. ჯგუფური ეტაპი
ჯგუფური ეტაპის 9 ტური, 20-24 ნოემბერი
A ჯგუფი: ბარსელონა 16 - პსჟ 16, სეგედი 15, ოლბორგი 8, ფლენზბურგი 7, ცელიე 6 - ზაგრები 3, ელვერუმი 1
ბარსელონა (ესპ) - ფლენზბურგი (გერ) 31-27
გომესი 10, ცინდრიჩი 7, მემი 5 - ლირი, შტაიჰაუზერი 6
ოლბორგი (დან) - პარი სენ ჟერმენი (საფ) 29-32
იენსენი 6 - ჰანსენი, საგოსენი 7, ლ.კარაბატიჩი 6
ზაგრები (ხორ) - ელვერუმი (ნორ) 30-27
ცელიე (სლნ) სეგედი (უნგ) 23-34
B ჯგუფი: კილი 14 - ვესპრემი 12, მონპელიე 11, კელცე 10, პორტუ 10, ვარდარი 9 - ბრესტი 4, ზაპოროჟიე 2
კილი (გერ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 32-32
ეკბერგი 9, პეკელერი 6 - პუხოვსკი 10
მონპელიე (საფ) - პორტუ (პორ) 22-27
სიმონეტი, ვილმინო 5 - მარტინსი 7
ვესპრემი (უნგ) - კელცე (პოლ) 28-24
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - ვარდარი (მკდ) 31-22
A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
C ჯგუფი: ბიდასოა 15, სპორტინგი 12 - სევეჰოფი 12, კოქსი 6, პრეშოვი 5, რაბოტნიკი 4
რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) - ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) 23-21
ბიდასოა ირუნი (ესპ) - სპორტინგი (პორ) 32-32
სევეჰოფი (შვდ) - ტატრან პრეშოვი (სლკ) 30-29
D ჯგუფი: დინამო ბუკურეშტი 15, ვისლა 11 - GOG 9, კრისტიანსტადი 7, შაფჰაუზენი 6, ჩეხოვი 6
დინამო ბუკურეშტი (რუმ) - ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 24-23
ვისლა პლოცკი (პოლ) - GOG (დან) 27-24
შაფჰაუზენი (შვც) - კრისტიანსტადი (შვდ) 26-29
C,D: ორ-ორი საუკეთესო გადის პლეიოფში და ითამაშებს მერვედფინალის 2 საგზურისთვის
10 ტური: 27 ნოემბერი - 1 დეკემბერი