„ლივერპულის“ ყიფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, ჟურნალისტებს „არსენალის“ თავკაცის, უნაი ემერის შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება.
„მოდით, შარშანდელი სეზონის დასაწყისი გავიხსენოთ. მაშინ ვამბობდი, რომ ემერის ახალ პირობებთან შესაგუებლად დრო სჭირდებოდა. მაგრამ მან ვერ მოახერხა ვითარების დალაგება, პირიქით, ყველაფერი აურ-დაურია. ახლა გაუგებრობაში არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ ფეხბურთელებიც და თავად ემერიცაა. ეს „საუთჰემპტონთან“ პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩშიც გამოჩნდა (2:2).
ფანატები ყვიროდნენ: წადი წადიო. ასე იყო არსენ ვენგერის მწვთნელობის ბოლო წლებში, მაგრამ ვენგერი ლეგენდაა, მან ძალიან ბევრი ტიტული მოიგო „მეთოფეებთან“ ერთად, ამიტომ მათი შედარება არ შეიძლება.
ვფიქრობ, ემერი არ არის ჩემპიონთა ლიგის დონის მწვრთნელი. ევროპა ლიგის - ეკი, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგისა.“ - ციტირებს კარაგერის სირტყვებს Sky Sports.