ფეხბურთი

9:48 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „მინდა ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოვიგო, მაგრამ ახლა მხოლოდ პლეი ოფზე ვფიქრობთ“

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ჩემპიონთა ლიგა ძალიან მიყვარს. ისევე, როგორც ნებისმიერ გულშემატკივარს. ეს არის ტურნირი, რომლის მოგებასაც ნებისმიერი ოცნებობს. მე ეს ორჯერ შევძელი და მესამედაც მინდა გავიმარჯვო. მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ პლეი ოფში გასვლაზე ვფიქრობთ.

მგონი148-ე მატჩს ვატარებ ამ ტურნირში და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩემი გუნდები ჯგუფში არასოდეს ჩარჩენილან, ის არის, რომ თანმიმდევრულები ვიყავით. ჯერ მოცემულ ამოცანას ვწვეტდით და მომავალზე შემდეგ ვსაუბრობდით.

ათენში მატჩი ფრედ დამთავრდა და ამან აჩვენა, რომ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არ არის. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამჯერად თამაში ჩვენს სასარგბლოდ დამთავრდება.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.112725