„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ევროლიგაში 10 ტურის თავზე საუკეთესოა! ქართველ კალათბურთელს ამ დროისთვის ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირში ყველაზე მაღალი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებელი აქვს - 22.8.
თორნიკეს კვალში ნანდო დე კოლო და შეინ ლარკინი უდგანან, ხოლო საუკეთესო ათეულის მონაცემები ასეთია:
1. თორნიკე შენგელია - 22.8 საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი
2. ნანდო დე კოლო - 22.0
3. შეინ ლარკინი - 20.8
4. ნიკოლა მიროტიჩი - 20.2
5. მაიკ ჯეიმსი - 19.7
6. ვასილი მიჩიჩი - 19.5
7. ნიკოლა მილუტინოვი - 19.4
8. ნიკ კალატესი - 19.2
9. ომრი კასპი - 18.3
10. გრეგ მონრო - 18.1
შენგელია მიმდინარე სეზონში მართლაც ჩინებულ ფორმაშია და ერთხელ ტურის MVP-ის გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული რამდენჯერმე მოიპოვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ევროლიგაში წლეულს 10 მატჩში მთლიანობაში მოედანზე 296:34 წუთი გაატარა, 195 ქულა ჩააგდო, 65 მოხსნა, 23 პასი, 9 ჩაჭრა და 6 დაფარება მიითვალა.
საშუალოდ მატჩში კი, თორნიკე 29:39 წუთს თამაშობს, 19.5 ქულას, 6.5 მოხსნას, 2.3 პასს, 0.9 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებს. ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ ბოლო ტურში ქართველი ევროლიგაში 1 500-ქულიან ზღვარს გადასცდა.