ფეხბურთი

16:23 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტუმარ-მასპინძლობა იტალიურად

გუშინ „ლეჩესა“ და „კალიარის“ მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო თამაში დღეისთვის გადაიდო.

სარდინიიდან ლეჩეში სტუმართა ქომაგებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც ბუნებრივია დასარჩენი არ ჰქონდათ. თუმცა, მასპინძელთა ქომაგები კეთილშობლური საქციელით გამოირჩნენ და სტუმრებს ღამის გათევა თავიანთ სახლებში შესთავაზეს.

„ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, რომელიც ადასტურებს ჩვენი გულშემატკივრების გულს“, - თქვა „ლეჩეს“ პრეზიდენტმა დამიანიმ.

„ლეჩე“ – „კალიარის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.113673