56 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა დევიდ მოიესმა შესაძლოა "ევერტონი" ჩაიბაროს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა მარკო სილვას მუშაობით უკმაყოფილოა და გუნდიდან გაშვებას აპირებს. ამავდროულად მოიესი ამ დროისთვის არც ერთ გუნდს არ წრთვნის.
"ევერტონი" პრემიერ ლიგაში 13 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-15 ადგილზეა.
მოიესი 2002/13 წლებში "ევერტონს" თავკაცობდა 518 შეხვედრა მოიგო, 161 წააგო და 139 ფრედ დაასრულა.