ბრაზილიურმა "ფლამენგომ" ლიბერტადორესის თასის ფინალში "რივერ პლეიტი" გაბრიელ ბარბოსას მატჩის მიწურულს შესრულებული დუბლით 2:1 დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო 38 წლის შემდეგ მოიგო.
მატჩი პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართა, მაგრამ "მენგოს" საშინაო არენაზე, "მარაკანაზე" 30 ათასი ქომაგი მაინც შეიკრიბა და თამაშს თვალი დიდ ეკრანზე ადევნეს.