“მილანი” 15 ნოემბერს ფრანგულ “მონპელიეს” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ამის შესახებ “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფრანგულ კლუბთან მატჩამდე იტალიური გრანდი არგენტინულ “სან ლორენცოს” 5 ნოემბერს ტრადიციულ ბერლუსკონის თასზე დაუპირისპირდება.
იმის გათვალისწინებით, რომ “მილანი” ევროთასებზე არ ასპარეზობს, გუნდი ფორმის შესანარჩუნებლად ამხანაგურ მატჩებს მართავს.