ფეხბურთი

11:43 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "მანჩესტერ სიტის" ბოლომდე ვერ გააკონტროლებ"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა "ქალაქელების" მსგავსი გამოცდილება აკლია და მისი გუნდი ჯერჯერობით განვითარების პროცესშია.

"თამაშს ვაკონტროლებდით, კარგად ვთამაშობდით, თუმცა "მანჩესტერ სიტის" ბოლომდე ვერ გააკონტროლებ. პირველი გაშვებული გოლის დროს იღბალმა გვიმტყუვნა, ხოლო მეორე გოლის დროს რიად მაჰრეზმა ჩინებულად გამოავლინა თავისი კლასი. "სიტი" მისაბაძი მაგალითია და ასეთი ტიპის გუნდის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. "ჩელსის" რამდენიმე ფეხბურთელი გასულ სეზონში ჩემპიონშიფში თამაშობდა, თუმცა მეტის მიღწევა გვინდა." - განუცხადა BBC Sports-ს ლამპარდმა.

"ჩელსის" "მანჩესტერ სიტისთან" ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდა (53.26%). "არისტოკრატებმა" მიმდინარე სეზონში მესამედ წააგეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდნენ.

0.111205