"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მე-13 ტურში შინ ლონდონის "ჩელსი" 2:1 დაამარცხა. მიუხედავად გამარჯვებისა, "ქალაქელებს" ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 46.74 პროცენტი ჰქონდათ, ეს კი პეპ გვარდიოლას კარიერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
OptaJoe-ს ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის კარიერაში ყველა გუნდმა ჯამში ჩემპიონატებში 381 მატჩი ჩაატარა და ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. ამჟამად "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში 28 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.