ფეხბურთი

0:48 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" გაზაფხული დადგა

მიუნხენის „ბაიერნი“ ფერზე მოვიდა და ლიდერის პოზიციასაც უახლოვდება. ნიკო კოვაჩის დათხოვნა ფრანკფურტის „აინტრახტთან“ კოშმარის შემდეგ, „რეკორდმაისტერს“ ჩინებულად წაადგა და სხვა გუნდი გახდა.

ბოლო ორ მატჩი გერმანულმა გიგანტმა რვა უპასუხო გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. ცხადია, საზომად დიუსელდორფის „ფორტუნა“ ვერ გამოდგება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიუნხენელთა თამაშში ფერადი სხივები გამოჩნდა. ჰანს-დიტერ ფლიკი ძალიან კარგად მუშაობს და შემთხვევითი არაა, რომ ბოსებმა ნდობა გამოუცხადეს. „ბაიერნმა“ „დორტმუნდის“ დარად „დიუსელდორფიც“ 4:0 დაამარცხა. ერთადერთი რაც გულდასაწყვეტია, რობერტ ლევანდოვსკის მშრალი მატჩია. პოლონელმა მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა.

„ბაიერნმა“ ლიდერ „გლადბახთან“ ჩამორჩენა კინკილა ქულამდე შეამცირა, რადგან „ბურისა“ ბერლინში ბოლო დროს მოფერიანებულ „უნიონთან“ ვერაფერს გახდა და დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, შავ-თეთრები ჯერჯერობით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ.

„ბაიერნის“ მსგავსად 24 ქულა აქვს „ლაიფციგს“, რომელმაც დღის დასკვნით მატჩში „კიოლნი“ ადვილად დაამარცხა. ოთხეულს მიუახლოვდა გელზენკირხენის „შალკე“, რომელმაც ბრემენში „ვერდერს“ აჯობა და ხასიათი გამოიკეთა.

„ვოლფსბურგმა“ თვალებში გამოიხედა, წარუმატებელი სერია დაასრულა და ეს ფრანკფურტში „აინტრახტთან“ მოხდა. „ლევერკუზენმა“ და „ფრაიბურგმა“ კი „ბაი არენაზე“ ქულები გაიყვეს.

ბუნდესლიგის მე-12 ტური კვირას, „აუგსბურგი“ – „გერტასა“ და „ჰოფენჰაიმი“ – „მაინცის“ მატჩებით დასრულდება.

„უნიონი“ – „გლადბახი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 უჯა (15), 2:0 ანდერსონი (90)

„ლაიფციგი“ – „ფრაიბურგი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰოლერი (5), 1:1 დიაბი (36)

„აინტრახტი“ – „ვოლფსბურგი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვეგორსტი (19), 0:2 ვიქტორი (65)

„დიუსელდორფი“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 პავარი (11), 0:2 ტოლისო (27), 0:3 გნაბრი (34), 0:4 კოუტინიო (70)

„ვერდერი“ – „შალკე“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჰარიტი (43), 0:2 რამანი (53), 1:2 ოსაკო (79)

„ლაიფციგი“ – „კიოლნი“ 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 ვერნერი (22), 2:0 ფორსბერგი (32), 3:0 ლაიმერი (37), 3:1 რაფაელი (39), 4:1 ფორსბერგი (79)

თეგებიბუნდესლიგა
0.158974