ფეხბურთი

22:57 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "ატალანტასთან" დაპირისპირება დანტისტთან ვიზიტის მსგავსია"

ტურინის "იუვენტუსის" მტავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ატალანტასთან" მოგებული იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ატალანტა" საკმაოდ უხერხული მეტოქეა.

"ეს იყო ძალიან სანახაობრივი და სწრაფი მატჩი, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში იშვიათად ნახავთ. როდესაც ქაოტური ბურთის გორაობის დროს იგუაინმა გაათანაბრა, ფეხბურთელები უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოიგებდნენ. "ატალანტამაც" სცადა გოლი გაეტანა, თუმცა ღია სივრცეები დაგვიტოვა და ამით ვისარგებლეთ. პეპ გვარდიოლას აბსოლიტურად ვეთანხმები, რომელმაც აღნიშნა, რომ "ატალანტა" ნებისმიერი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. ამ გუნდთან თამაში დანტისტთან ვიზიტის მსგავსია: იცი რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, არ მოკვდები, მაგრამ უმტკივნეულო პროცესიც არ იქნება." - ციტირებს Sky Sport Italia სარის სიტყვებს.

"ატალანტამ" მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი წააგო, ხოლო "იუვენტუსმა" 13 შეხვედრაში მე-11 გამარჯვება იზეიმა. "ბიანკონერი" 35 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

0.114957