ფეხბურთი

14:52 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "რომაში" დაბრუნებას არ ვაპირებ"

იტალიურ „რომას“ შესაძლოა უახლოეს მომავალში ახალი მფლობელი ჰყავდეს და ხელმძღვანელობა შეიცვალოს. ამასთან დაკავშირებით კი, ფრანჩესკო ტოტის ჰკითხეს, დაბრუნდებოდა თუ არა „რომაში“.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება მტკიცეა და მშობლიურ გუნდში დაბრუნებას არ აპირებს.

„რომადან“ თუ დამიკავშირდებიან, რას ვუპასუხებ? მე საკმაოდ ძლიერი და ამასთან მგრძნობიარე ხასიათი მაქვს. როდესაც გზას ვირჩევ, ბოლომდე მივყვები, ამიტომ, თუ დამირეკავენ, პატივისცემით უარს ვეტყვი. მინდა, რომ ახალი გამოცდილება მივიღო“, - განაცხადა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა იტალიელმა „რომა“ შარშან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის ფონზე დატოვა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფრანჩესკო არც ახალი პროექტთან აპირებს დაბრუნებას.

0.125946