ევროლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს შემდეგ კიდევ ერთი რუსული გუნდი, „ზენიტი“ დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, საბოლოოდ ესპანელებმა 70:60 იმარჯვეს და სატურნირო ვითარება გაიუმჯობესეს.
თორნიკე შენგელია კი, კვლავ საუკეთესო იყო. ქართველმა ცსკა-სთანაც მიიღო MVP-ის ტიტული და დღესაც.
თორნიკემ 29:23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა.
ქართველი კალათბურთელი ევროლიგაში უკვე ზედიზედ მეორე მატჩია საუკეთესოა როგორც მარგი ქმედების კოეფიციენტით, ისე ჩაგდებული ქულების რაოდენობით. კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი: „ზენიტთან“ მატჩში შენგელია ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადასცდა!
„ბასკონიას“ 10 ტურის თავზე 5 მოგების წილ 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 28 ნოემბერს, ათენის „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.