"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე მაურისიო პოჩეტინოს საქმიანობა "ტოტენჰემში" დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება დიდი მოულოდნელობა იყო.
"მაურისიომ "ტოტენჰემში" ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა. დიდებული პიროვნებაა და პრემიერლიგაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო. მწვრთნელისთვის ყველა საჭირო თვისება ჰქონდა, თუმცა მისი გაშვება მოულოდნელობა იყო. როდესაც ამის შესახებ გავიგე, ვერ დავიჯერე. იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირა კარგად დაისვენებს." - განაცხადა კლოპმა.
"ტოტენჰემმა" არგენტინელი სპეციალისტი 20 ნოემბერს გაათავისუფლა და მის ნაცვლად გუნდი ჟოზე მოურინიოს ჩააბარეს. პოჩეტინო "მამლებს" 2014/2019 წლებში წვრთნიდა.