ფეხბურთი

21:30 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ შესაძლოა "ბაიერნი" ჩაიბაროს

ლონდონის "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მოიაზრება. აღნიშნული ინფორმაცია Sky in Germany-მ გაავრცელა. არგენტინელი სპეციალისტი "ტოტენჰემმა" გუშინ დაითხოვა, ხოლო ნიკო კოვაჩი "რეკორდმაისტერებმა" მიმდინარე თვის დასაწყისში გაუშვეს.

"ბაიერნს" კოვაჩის თანაშემწე ჰანს ფლოკი წვრთნის და ზამთრამდე იგი მოამზადებს გუნდს. ჯერჯერობით უცნობია დაუკავშირდა თუ არა "ბაიერნი" პოჩეტინოს და ისიც არაა ცნობილი არგენტინელს გერმანული კლუბი ხიბლავს თუ არა.

პოჩეტინომ "ტოტენჰემი" 2014 წელს ჩაიბარა. მაურისიოს გაწვრთნილმა გუნდმა 293 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 160 მოიგო და 73 წააგო. არგენტინელმა "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში გაიყვანა.

0.114234