China Open-ის ნახევარფინალში, რეიტინგის 4-ე ნომერმა რუსმა მარია შარაპოვამ, მე-9 ჩოგანი სერბი ანა ივანოვიჩი დაამარცხა (6:0, 6:4).
პირველ სეტში მარიამ ანას მასტერკლასი ჩაუტარა და მშრალზე დაამარცხა. შარაპოვა ფლობდა გათამაშებებში უპირატესობას, ხოლო ივანოვიჩი არ იყო სტაბილური. მეორე სეტში, ივანოვიჩმა მატჩში პირველი გეიმი მოიგო. პირველ სეტთან შედარებით ივანოვიჩი უკეთ გამოიყურებოდა მაგრამ 4:4-ზე მარიამ ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავის ჩაწოდებაც მოიგო და ფინალში გავიდა.
შარაპოვამ 9 ეისი მოაწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბალკანელმა 1 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. რუსმა 8 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სერბმა 9 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი.
ფინალში მარია შარაპოვა ჩეხ პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება.
ურთიერთშეხვედრებში შარაპოვას უპირატესობა ფიქსირდება 5:2