კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა ზაფხულში „იუვენტუსი“ დატოვოს თუ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ესპანური OKDiario-ს დირექტორის ედუარდო ინდას განცხადებით, „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ან კილიან მბაპეს უმიზნებს და ამისთვის რონალდუს გაყიდვა იქნება საჭირო.
„კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს „იუვენტუსი“ თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. „ბიანკონერის“ ტურინში პოლ პოგბას დაბრუნება და კილიან მბაპეს ყიდვა უნდა და ფინანსური მიზეზების გამო კრიშტიანუს გაყიდვა მოუწევს“, - თქვა ინდამ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.