ვოლფგანგ ტიმმა, ავსტრიელი ჩოგბურთელის, დომინიკ ტიმის მამამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეუღლემ, დომინიკის დედამ, კარინმა, შვილის ყოველი მოგებული ტიტულის შემდეგ ტატუების კეთება დაიწყო. 2019 წელს ტიმმა ინდიან-უელსის, ბარსელონის, კიცბიულეს, პეკინისა და ვენის ტურნირებზე გაიმარჯვა.
„პირველად დედამისმა ტატუ ინდიან-უელსის ტრიუმფის შემდეგ გაიკეთა. ახლა კი ყოველი ტიტულის შემდეგ თითოს ამატებს. რაც შემეხება მე, არანაირი ტატუს გაკეთებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მეშინია.“ - უთხრა ჰერ ვოლფგანგმა Tennis World USA-ს.
ტიმს კიდევ ერთი შეჯიბრის მოგება შეეძლო, მაგრამ ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.