ფეხბურთი

12:23 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიოუნი „არსენალს“ პოჩეტინოს ურჩევს

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარტინ კიოუნმა, ჟურნალისტებს „ტოტენჰემიდან“ მაურისიო პოჩეტინოს დათხოვნის შესახებ ესაუბრა და „მეთოფეთა“ ხელმძღვანელებს არგენტინელ სპეციალისტზე ყურადღების მიქცევა შესთავაზა.

„არსენალს“ პანიკის საბაბი არ აქვს, თუმცა ახლოსაა მასთან, რადგან უხეირო სეზონს ატარებს. ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელებს მოვუწოდებდი ყურადღება მიაქციონ პოჩეტინოს.

აღფრთოვანებული ვარ მაურისიოს „ტოტენჰემში“ მუშაობით. მან ახალგაზრდების მთელი თაობა გამოზარდა კლუბისთვის და ფულსაც ბევრს არ ხარჯავდა.

მოურინიუს ხილვისას კი მისი ბოლო თვეები მახსენდბა „მანჩესტერში,“ როცა პესკონფერენციებიდან გარბოდა, მოთამაშეებს ეკამთებოდა, „დაკარგა“ გასახდელი და ფეხბურთი გადაიყვარა.

მე პოჩეტინოს დავტოვებდი. ეს მან დაიმსახურა. მართალია, ბოლო დროს ცოტა რეპუტაცია შეერყა, მაგრამ ერთ შანსს კიდევ მივცემდი.“ - ციტირებს კიოუნის სიტყვებს Daily Mail.

0.116083