„ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს პირველი სამიზნე კლუბის ყოფილი ვარსკვლავი, გარეთ ბეილია. ამის შესახებ მან უკვე უთხრა „დეზების“ ხელმძღვანელობას - გვამცნობს Wales Online.
უელსელი ლონდონურ კლუბში 2007-13 წლებში თამაშობდა. 2013-ის ზაფხულში კი „რეალში“ გადავიდა მაშინ სარეკორდო 100 მილიონ ევროდ. ბოლო დროს მას ვერ აქვს კარგი ურთიერთობა მადრიდელთა დამრიგებელ ზინედინ ზიდანთან და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს დატოვებს მადრიდს.
მიმდინარე სეზონში ბეილმა 7 მატჩში 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.