ფეხბურთი

20:24 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ათეული

ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ტოტენჰემში“ დანიშვნა საკმაოდ მოულოდნელი ამბავი გახლავთ. პორტუგალიელი ზუსტად 11-თვიანი უქმობის შემდეგ უბრუნდება სამწვრთნელო ასპარეზს და პრემიერლიგაში „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ მესამე გუნდი ჩაიბარა.

„განსაკუთრებულმა“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 17.5 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა, რომ ჟოზეს გასამრჯელო ორჯერ მეტია, ვიდრე მისი წინამორბედი მაურისიო პოჩეტინო გამოიმუშავებდა „მამლების“ რიგებში.

საერთოდაც, მოურინიო მსოფლიოს მასშტაბით მეორე ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელი გახდა და მხოლოდ პეპ გვარდიოლას ჩამორჩება. ესეც, მოწინავე ათეული.

10. იურგენ კლოპი („ლივერპული“) – 8 მილიონი ევრო

9. ერნესტო ვალვერდე („ბარსელონა“) – 9 მილიონი ევრო

8. ტომას ტუხელი (პსჟ) – 9 მილიონი ევრო

7. ანტონიო კონტე („ინტერი“) – 10 მილიონი ევრო

6. ზინედინ ზიდანი („რეალი“) – 12 მილიონი ევრო

5. ფაბიო კანავარო („გუანჯოუ ევერგრანდი“) - 12 მილიონი ევრო

4. რაფაელ ბენიტესი („დალიანი“) - 13.5 მილიონი ევრო

3. დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“) – 15 მილიონი ევრო

2. ჟოზე მოურინიო („ტოტენჰემი“) – 17.5 მილიონი ევრო

1. პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“) – 23.5 მილიონი ევრო

0.061685