34 წლის ჩეხი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხი კარიერა ასრულებს, აღნიშნული ინფორმაცია თავად ჩოგბურთელმა გაავრცელა.
რამდენიმე წელია ტომაშს ქრონიკული ტრავმა აწუხებს, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ასპარეზობს.
ტომაშმა კარიერაში ATP-ის 13 ტიტული მოიგო, 2010 წელს უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ჩეხეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ (2012, 2013) დევისის თასი მოიგო.
ჩოგბურთის თამაშით ბერდიხმა 30 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.