პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიუ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს Daily Mail.
წყაროს ინფორმაციით, „განსაკუთრებულის“ აგენტები ბოლო წვრილმანებს ათანხმებენ კლუბთან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „დეზების“ მფლობელმა, დანიელ ლევიმ, თანამდებობიდან გაათავისუფლა მაურისიო პოჩეტინო, რომელიც კლუბში 2014 წლიდან მუშაობდა.
beIN Sports-ის მტკიცებით, კონტრაქტი სამწლიანი იქნება (2+1), ხელფასი კი დაახლოებით 13 მილიონი წელიწადში, ანუ იმდენივე, რამდენიც პოჩეტინოს ჰქონდა.
მოურინიუს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიუტედი“ გახლდათ, საიდანაც ის 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.