ფეხბურთი

1:14 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ხიმნასიამ" მარადონა გაათავისუფლა

დიეგო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარ მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

მარადონას სამსახურიდან გაშვების მიზეზი წარუმატებელი შედეგები არ ყოფილა (8 თამაში, 3 მოგება, 5 წაგება), არამედ კლუბში მიმდინარე ვითარებაა.

მარადონას ლობისტი გაბრიელ პელეგრინო იყო, რომელიც გუნდის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ახალი ხელმძღვანელობა კი, დიეგოსთან თანამშრომლობის მომხრე არ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა „ხიმნასია ლა პლატა“ სეტემბერში ჩაიბარა და გუნდს 8 მატჩში 9 ქულა მოაპოვებინა.

0.117246