საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ გამარჯვება იზეიმა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა სამპოს გოლით მოიგეს, თუმცა, შესვენების შემდეგ უპირატესობას საქართველო დაეუფლა და გამარჯვებაც იზეიმა. ლომინაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინეთი ორი დღის წინ 2:0 დაამარცხა.
საქართველო (U18) - ფინეთი (U18) 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 სამპო (33), 1:1 ლომინაძე (53), 2:1 ერაძე (74)