14 წლის წინ, 2005 წლის 19 ნოემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ელ კლასიკო" შედგა, რომელიც "ბარსელონამ" 3:0 მოიგო. ეს მატჩი რონალდინიოს ბენეფისი იყო, რადგან ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა და ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. მადრიდულმა ინჩადამ კი, სამხრეთ ამერიკელ შოუმენს აპლოდისმენტები შეაგება.