ფეხბურთი

18:38 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას ალჟირის ნაკრების მწვრთნელმაც უარი შეუთვალა

კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას სხვა ნაკრებში, უფრო კონკრეტულად კი, ალჟირის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობის მიცემა მოსთხოვა.

თუმცა, ალჟირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამელ ბელმადი იმ შემადგენლობითაც კმაყოფილია, რომელიც ახლა მის განკარგულებაშია.

„ამ მომენტში ჩვენ გვყავს ბუნეჯა, სლიმანი, დელორი, სუდანი... კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მყავს“, - აღნიშნა ბელმადიმ.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლიდან მოყოლებული თამაშის საშუალება არ ეძლევა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კი, ორი დღის წინ საჯაროდ გამოაცხადა, კარიმის სანაკრებო კარიერა დასრულებულად.

0.116434